კავასაკის ნიშნებით მოსკოვში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა - ბავშვის დედა მშობლებს დეტალებზე აფრთხილებს!

  • mk.ru
  • 1 ივნისი 23:36

2 წლის მარუსია მოსკოვის კლინიკაში გარდაიცვალა. გოგონას კავასაკისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი გამოუვლინდა. გოგონას დედა ტრაგედიის შესახებ გამოცემა mk.ru-სთან ჰყვება.

მსოფლიოს ექიმებში განგაშია ატეხილი იმ მომაკვდინელები სინდრომის გამო, რომელსაც , სავარაუდოდ, კორონავირუსი იწვევს. დაავადების ნიშნები ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს, რომელიც დიდი ხანია ცნობილია მედიცინისთვის და რომლის გამომწვევი მიზეზის დღემდე არ არის დადგენილი.


აპრილიდან მოყოლებული, ევროპაში უკვე ასობით ასეთი შემთხვევაა. ავადმყოფობენ 0-დან 5- წლამდე ასაკის ბავშვები, არის შემთხვევები 13-14 წლის მოზარდებშიც.
კავასაკისმაღალი ლეტალობა ახასიათებს, რადგან ანეკროზებს არტერიებს და იწვევს გულის გაჩერებას. პირველი სომპტომი კი კიდურებზე გამონაყარია, რომელიც ალერგიას ჰგავს. საფრანგეთში ერთი ბავშვი გარდაიცვალა, აშშ-ში - სამი (უკვე აღრიცხუკუ 164 შემთხვევიდან). ოთხივე გარდაცვლილ ბავშვს დადასტურებული ჰქონდა კოვიდ-19.


მარუსია მოსკოვის ბავშვთა კლინიკაში 18 მაისს მიიყვანეს.




„მინდა იცოდეთ, რა დაგვემართა ჩვენ, რათა ექიმებმა ამ ნიშნებს მიაქციონ ყურადღება და სხვებს მაინც დროზე უშველონ,“ - ამბობს გოგონას დედა ანა.


როგორც ანა ჰყვება, ამ ტრაგედიამდე 2-3 კვირით ადრე მარუსიას ორი დღე ჰქონდა მაღალი ტემპერატურა - 39-40 გრადუსამდე. თუმცა შემდეგ ყველაფერმა გაუარა. მაშინ მთელმა ოჯახმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.


„მარუსიასაც ყელაფერი წესრიგში ჰქონდა,“ - ამბობს დედა, - „შემდეგ ისევ დაეწყო სიცხეები - 37,5-39,5 -  რასაც ახლდა დიარეა, გამონაყარი. ეს 7 დღე გრძელდებოდა. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ გოგოები კავასაკით არ ავადმყოფობენ და ეს ენტეროვირუსის ნიშნებია. შესაბამისად, კლინიკაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუწყეს“.


თუმცა ბავშვის მდგომარეობა მალე დამძიმდა - გამონაყარი კიდურებიდან მთელს ტამზე მოედო, სუნთქვა გაუძნელდა. გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს და მას შემდეგ დედას ცოცხალი არ უნახავს.


გოგონას დედა ექიმებს, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, გულცივ დამოკიდებულებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.


„მაინტერესებს, თუკი ევროპელი და ამერიკელი ექიმები განგაშს ტეხენ და მსოფლიოს აფრთხილებენ ბავშვებში ამ დაავადების შესახებ, თუკი უკვე ცნობილია მსგავსი შემთხვევები, რატომ არ მიიღეს მარუსისთან შესაბამისი ზომები ექიმებმა?!“


მარუსიას სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები IgM აღმოაჩნდა. ექიმები ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გოგონამ  coid-19 გადაიტანა.


„ყურადღბით იყავით მცირე გამონაყარზეც კი. ჩვენ დაგვეწყო ხელის მტევნებზე და ფეხის გულებზე. თუკი ტემპერატურა აქვს ბავშვს, დიდხანს ნუ დაელოდებით - მაქსიმუმ 3-4 დღე. შემდეგ კი ყველა ანალიზის გაკეთება მოსთხოვეთ ექიმებს,“- აფრთხილებს მშობლებს გარდაცვლილი გოგონას დედა.



 



 

სრული ვერსიის ნახვა mk.ru