„ხერხემალი და ტვინი არ დაზიანებულა, მისი გადარჩენა შესაძლებელია" 

  • 1 ივნისი 23:31

ჰიპ ჰოპ არტისტისზე, დავით პაქსაშვილზე ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"მეგობრებო, ალბათ გახსოვთ ამას წინათ ლაივში მყავდა მოწვეული მუსიკოსი, ლირიცისტი - დავით პაქსაშვილი, უნიჭიერესი ბიჭი, უზომოდ ერუდირებული ადამიანი და ამავე დროს მორცხვი, თბილი, უბრალო..
რამოდენიმე დღის წინ დათო მესამე სართულიდან გადმოვარდა... ის ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია, მრავლობითი მოტეხილობებით, ჩამსხვრეული ფეხებით, ნეკნებით,ხელები, სახე...უჭირს სუნთქვა, თავზე ღია ჭრილობები აქვს.
მადლობა ღმერთს, ხერხემალი და ტვინი არ დაზიანებულა. მისი გადარჩენა შესაძლებელია.
მთავარია შეგროვდეს თანხა, რათა გაუკეთდეს რამოდენიმე სერიოზული ოპერაცია.
ვფიქრობ რითი დავეხმარო, მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს დათოს ამბავი და შეგროვდეს მაქსიმალურად ბევრი ფული.
იმისთვის რომ მისი ანგარიშის ნომერი გავავრცელო, ვიფიქრე გავაკეთო 15 საათიანი ლაივ მარათონი .
მოვიწვიო ის ცნობილი ადამიანები, ვისაც ბევრი გამომწერი ყავს და ლაივის დროს დავპინო ანგარიშის ნომერი, პარალელურად შევახსენებ მაყურებელს რომ ლაივი საქველმოქმედოა და დათოს ეძღვნება. 
ერთად გადავარჩინოთ ეს უნიკალური ბიჭი", - წერს სოციალურ ქსელში მარი ნაკანი.