ხობში მანქანა ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა კაცი 

  • 1 ივნისი 22:40

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

შემთხვევა სოფელ ნოჯიხევთან მოხდა. ავტომობილი ხეს შეეჯახა. 


შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაიციია წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.