რაზე ოცნებობენ დღეს ბავშვები?

  • fortuna.ge
  • 1 ივნისი 18:39

დღეს 1 ივნისია,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი გამოკითხვის მიხედვით პატარების  სურვილები და ოცნებები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა დღეს მათ ერთი რამ, კორონავირუსის დამთავრების სურვილი აერთიანებთ.

პანდემიამ პატარები სახლებში გამოკეტა, ახლა კი მათ ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.


მარიამი, 7 წლის – ვოცნებობ, კორონავირუსი დამთავრდეს, რომ მეგობრები ვნახო. კიდევ სკოლის დამთავრებაზე ვოცნებობ, ცოტა დავიღალე. ძალიან მინდა მალტეზე და ველოდები თოვლის ბაბუამ რომ მომიყვანოს.


ელენე, 5 წლის – ვოცნებობ, რომ ფრთები მქონდეს და ფრენა შემეძლოს. კიდევ ძალიან მინდა მალე გავხდე 6 წლის, რომ სკოლაში წავიდე. ფერადი ველოსიპედიც მინდა.


ნინა, 5 წლის – ვოცნებობ, რომ მქონდეს გორგოლაჭები და თვითმგორავი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge