ამერიკელი, რომელიც ლეიკემიით იყო დაავადებული სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქართულ სუფრას ნატრობდა

  • primetime.ge
  • 1 ივნისი 17:51

Facebook-ის მომხმარებელი, ნიკო ქელბაქიანი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც, ის ყვება როგორ დაეხმარა ოჰაიოში ლეიკემიით დაავადებულ ამერიკელს საქართველოს საელჩო, როდესაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქართულ სუფრას ნატრობდა. 

 

„ჩემი ამერიკელი მეგობრის ფილიპის პოსტია ეს, თავის დროზე ლონდონში ქართულ რესტორნებში დამათრევდა ხოლმე, გადარეულია ქართულ სამზარეულოზე და ოჰაიოში არაა არანაირი ქართული რესტორანი და მომენატრება კერძებიო.


რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ მის მეგობარს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლეიკემია დაუდგინეს.


ცოტა ხნის წინ კი უთხრეს, რომ სულ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დარჩა, ქართული სუფრა უნატრია, იმიტომ რომ თვითონაც გაგიჟებულია ქართულ კერძებზე.


ხოდა, იქნებ დამეხმაროო, ასეთ სიტუაციაში ქართული სუფრა ოჰაიოში სად ვიშოვოო, ვინმე ქართველს ხომ არ იცნობ ან აქ ან ახლომახლო, რომ სუფრის მოწყობაში მომეხმაროსო.


პანდემიის გამო ფრენები არაა და უახლოეს ქართულ რესტორნებამდე კარგა დიდი მანძილია იქიდან“,- წერს ნიკო.


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge