რამდენი მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში

  • footballnews.ge
  • 31 მაისი 23:04

როგორც თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი იხსენებს კარიერის დასაწყისში მამამისთან ერთად მანქანასა და კარვებში უხდებოდა ღამის გათენება, პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ კი მატერიალური თვალსაზრისით ამოისუნთქა.

ჩოგბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც შრომა ყოველთვის ფასდება: ყოველ შეჯიბრებაში თითო მოგებაზე სხვადასხვა საპრიზო თანხაა გამოყოფილი, ტურნირების საპრიზო ფონტი კი ათიათასობით დოლარს შეადგენს.


მაგალითად, ჩინეთის მასტერსზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დამძლევი 2,845 დოლარს იღებს, მომდევნო ეტაპის მომგები - 5,575 დოლარს და ასე მატულობს თანხა ფინალამდე:


1/16 ფინალი - $25,200;


1/8 ფინალი - $47,480


1/4 ფინალი - $92,000


1/2 ფინალი - $180,900


ფინალი - $359,510


ჩემპიონს - $733,320


სწორედ 733,320 დოლარი მიიღო ნიკა ბასილაშვილმა 2018 წელს ჩინეთის ღია პირველობის მოგებისთვის. ჰამბურგის ტურნირის ბიუჯეტი შედარებით მოკრძალებულია. მისი მოგება 2018 წელს 349,200 დოლარად ფასობდა, 2019 წელს - 354,845 დოლარად.


საჩოგბურთო საიტებზე ნებისმიერი მოთამაშის შემოსავალი "თეთრებშია" გათვლილი.


ცნობილია ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში 5,479,761 დოლარი აქვს მიღებული.

სრული ვერსიის ნახვა footballnews.ge