რა შეზღუდვები მოიხსნება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში?

  • 31 მაისი 20:32

ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განაგრძობს. 27 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, თუ რა სფეროები განაახლებს მუშაობას უახლოესი 2 კვირის მანძილზე. 

29 მაისიდან ამუშავდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება პირდაბის ტარება. სამარშრუტო ტაქსებში აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა. არ იმუშავებს კონდიციონერი, ფანჯრები კი აუცილებლად უნდა იყოს ღია. 


1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მაღაზია: ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები, მოლები. ასევე ღია და დახურული ტიპის ბაზრობები. ამასთან, იხსნება ჯერ მხოლოდ ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.


8 ივნისიდან ფუნქციონირებას ყველა სახის რესტორანი განაახლებს. 


8 ივნისიდან ასევე ამუშავდება სასტუმროები. თუმცა საამისოდ, მათ მოუწევთ, გაიარონ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და მიიღონ შესაბამისი ნებართვა


8 ივნისიდანვე განაახლებს ფუნქციონირებას საქალაქთაშორისო ტრასპორტი. 


შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 23 მაისს დასრულდა. ამის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც მოქმედებს. დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირების დაცვა და ტაქსებში მხოლოდ სამი ადამიანის გადაადგილება - ეს ის შეზღუდვებია, რომელიც ძალაში 8 ივნისის შემდეგაც დარჩება.