,,კორონა ჩვენთან ერთად არის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს"-ბიძინა კულუმბეგოვი

  • rustavi2.ge
  • 31 მაისი 19:35

ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის მეორე ძლიერი ტალღა მოსალოდნელი იქნება, თუ საზოგადოება ფრთხილად არ იქნება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან. მისი თქმით, აუცილებელია სამედიცინო ნიღბის ტარება, რადგან ინფექციისგან დაიცვან ადამიანებმა თავი.


"ჯერჯერობით, კორონა ჩვენთან ერთად არის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, ასევე, უნდა ვატაროთ ნიღაბი, რომელიც ნამდვილად ეფექტურია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge