,,ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით" - რომან გოცირიძე

  • 31 მაისი 18:26

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელესაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

,,დღეს ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმიტომ რომ იმ სოფელში მასობრივი ტესტირება ჩატარდა. რომ არ ჩატარებულიყო, არც გამოვლინდებოდა. ცოტა ხნის წინ შავი კუბოებით გვაშინებდნენ, ახლა ზედმეტი ოპტიმიზმით გვამშვიდებენ.


თუ ქვეყანა სახლში ჩაკეტე და ყველა საწარმო გააჩერე, ბუნებრივია, რისკი მინიმალური იქნება. საქმე ისაა, შედეგებს ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე მიაღწიო. სწორედ ახლაა საჭირო ქცევის იმ ნორმების დანერგვა, რასაც ევროპაში შეგნებულობით ( და გარკვეული შეზღუდვებით) უწესებენ მოქალაქეები საკუთარ თავს. სულ სხვა ტალღაზე უნდა გადაერთოს ინფორმაციის შინაარსი, სხვა სახის აგიტაცია უნდა იყოს წარმოებული. ხელისუფლება ამას უნდა აკეთებდეს ადგილზეც და ”ცენტრალურ დონეზეც”.


”შემთხვევების ზრდა გახნის ბრალი არ არის”-თავის მართლების ახალი ფორმა გაჩნდა, ტესტირების იგნორირებისა არ იყოს. დიახ, არ არის გახსნილობის ბრალი და სწორია, რომ გაიხსნა, ჩვენც ამას ვითხოვდით, მაგრამ ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, ამაზე გასაგებად არავინ საუბრობს.


”ვიმოქმედოთ შვედებივით”-გვესმის ხანდახან. როგორ მოქმედებენ შვედები? მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მკაცრი ზომები არ გამოუყენებიათ, მაგრამ იცავენ დისციპლინას. რა შედის ამაში, როგორ და ა. შ. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ისინი ჩრდილოელი ვიკინგები არიან და ჩვენ სამხრეთელი კავკასიელები, არაა კარგი არგუმენტი. გამოჩნდა, რომ ჩვენც შეგვიძლია, როცა საჭიროა, ვიმოქმედოთ რაციონალურად. მინდა ეს მაგალითები და რჩევები მთავრობისგან, პროფესიონალებისგან მესმოდეს.


მოეშვა ქეყანა. დაკარგა ხალხმა სიფრთხილე. დახურულ სივრცეში არავის უკეთია პირბადე. პარლამენტშიაც კი, სადაც ერთ პატარა სივრცეში სამასამდე დეპუტატი და მედიასაშულებების წარმომადგენლები ვიყავით თავმოყრილი, ათამდე პირბადიან ადამიანს თუ დათვლიდი. ჯანდაცვის მინისტრიც კი ნიღბის გარეშე იჯდა მთელი დღე.


შეზღუდვა ადვილია, როცა სამი ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გემუქრება და მერე ციხე. თვითშეზღუდვაა ძნელი"- წერს რომან გოცირიძე.