ვინ არის კახეთში პირველი ინფიცირებული

  • imedinews.ge
  • 31 მაისი 17:33

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.


დედოფლისწყაროში სატვირთო მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.


ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციალუტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. პაციენტს PCR ტექსტი უკვე ჩაუტარეს, რომელმაც ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.


ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო.


„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. სწორედ მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში, სადაც მას დაუდასტურდა ვირუსი. ეს არის მისი კონტაქტი, რის შედეგადაც გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში“, - განაცხადა საზოგადოევრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიეტა გონაშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge