კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

  • pia.ge
  • 31 მაისი 17:14

კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსი 54 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მან მოსკოვიდან სოფელ ოზაანში მცხოვრები მამაკაცი გადმოიყვანა, რომელიც საზღვრის კვეთის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა და მოგვიანებით კოვიდ-19 დაუდასტურდა. თვითონ კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. "პისიარ" ტესტირების ჩატარების შემდეგ, მძღოლს დღეს დილით კოვიდ-19 დაუდასტურდა.


ის მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. ეპიდემიოლოგებმა მისი 10 კონტაქტი უკვე დაადგინეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge