პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

  • primetime.ge
  • 31 მაისი 15:59

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი ლოცვებში საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ლოცვებში არ იხსენიებს, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.

„პრაიმტაიმს“ ჭყონდიდის ეპარქიიდან, სოფელ სალხინოს მკვიდრი დაუკავშირდა.


ხათუნა თოდუა ამბობს, რომ სასულიერო პირი, მამა დანიელი პატრიარქს წირვა-ლოცვის დროს, არ იხსენიებს.


„12 წლის მრევლი ვარ სალხინოს დადიანების კარის ეკლესიაში, უფრო სწორად – ვიყავი. გაუგონარი რამ ხდება, მამა დანიელი პატრიარქს აღარ იხსენიებს წირვა-ლოცვის დროს.


რამდენიმე წლის წინ, ეკლესია მრევლით სავსე იყო. ახლა, განახევრდა და ეს სასულიერო პირების გამო, ხდება.


ჩვენი ეპარქია ხმაურით გამოირჩევა. ახლა, რასაც მამა დანიელი სჩადის, ამას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო. დადგენილ წესს არღვევენ და სექტანტებს დაემსგავსნენ.


მე პირადად, ეკლესიაში აღარ დავდივარ. ჩემს მსგავსად, ბევრმა ჩემმა სულიერმა და-ძმამ თქვა უარი.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge