ილონ მასკი რუსულად „ამღერდა“ - ვიდეო სოციალური ქსელით ვრცელდება

  • youtube.com
  • 31 მაისი 15:56

სოციალურ ქსელი პოპულარული ხდება ვიდეო - SpaceX-ის დამფუძნებლის პაროდია, რომელშიც ილონ მასკი, როგორც რუსული ჯგუფის „Земляне“-ს სოლისტი, ასრულებს სიმღერას „Трава у дома“.

 

ვიდეო გამოაქვეყნა YouTube მომხმარებელმა Kolpekzad-მა.

დიპფეიკი ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებული ვიდეოა. კომპიუტერული პროგრამის დახმარების ვიდეოს პერსონაჟს შეგიძლიათ ნებისმიერი, ტქვენთვის სასურველი ტექსტი ათქმევინოთ და მაყურებელი ჩარევას ვერც კი შეამჩნევს.
Facebook-ი ე.წ. „დიპფეიკებს“ პლატფორმიდან შლის, რადგან ისინი რეალობას ამახინჯებს, თუმცაეს პოლიტიკა არ ვრცელდება პაროდიებსა და სატირულ ვიდეოებზე.

სწორედ ამ ტენოლოგიის გამოყენებით  YouTube მომხმარებელმა დამაჯერებელი ვიდეორგოლი შექმნა, სადაც ილონ მასკი ოსტატურად ასრულებს კომპოზიტორ ვლადიმერ მიგულის სიმღერას, რომელიც პირველად 1983 წელს შესრულდა და დღემდე რუსული კოსმონავტიკის არაოფიციალურ ჰიმნად მიიჩნევა. |

რა ჩანაფიქრი ჰქონდა ვიდეოს ავტორს, ვერ გეტყვით, თუმცა ილონ მასკს, გუშინდელი გაფრენის შემდეგ, კოსმონავტიკის ჰიმნის შესრულება ნამდვილად ეკუთვნის.


  


წყარო: youtube.com