„ბატუტი მუშაობს...“ - ილონ მასკმა „Роскосмос“-ის დირექტორის ძველ „ხუმრობას“ უპასუხა

  • 31 მაისი 12:34

კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის გუშინდელი წარმატებული სტარტის შემდეგ, კორპორაცია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მასკმა, მათ შორის, უპასუხა „Роскосмос“-ს დირექტორს დიმიტრი როგოზინს, რომელმაც 2014 წელს ხუმრობით შსთავაზა აშშ-ს,საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად ბატუტი აგამოეყენებინა.


„ბატუტი მუშაობს... ეს ხუმრობა ინიციატორისთვის.“ - თქვა მასკმა და დასძინა - „ეს ხომალდი ადამიანებმა ააშენეს და მთელ კაცობრიობას შეუძლია, ამით იამაყოს“.


2011 წლის შემდეგ ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „Роскосмос“-ს გადაჰყავდა, რაშიც ნასა 80 მლნ-ს იხდიდა.


SpaceX-ის პროექტი Crew Dragon, რუსული კოსმოსური ხომალდის Союз-ისგან განსხვავებით, მეტ მგზავრს იტევს და მნიშვნელოვნად (თითქმის 30 მლნ-ით) ამცირებს კოსმოსში ერთი ადამიანის გაშვების ღირებულებას.


2020 წლის 30 მაისს, 2011 წლის შემდეგ პირველად, ამერიკიდან, ამერიკული საწვავით, ამერიკული კომპანია SpaceX-ის კაპსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ
NASA-ს ორი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტი დაგ ჰარლი და რობერტ ბენკენი გაფრინდა.

ასტრონავტები დიდი ხნის ძმაკაცები და ერთმანეთის მეჯვარეებიც არიან. ცოლებიც ასტრონავტები ჰყავთ. აქედან ჰარლის მეუღლე კარენ ნაიბერგი ახლახანს გასულა პენსიაზე, ბენეკენის ცოლი მეგან მაკარტური კი „არტემიდას“ მისიაშია და 2024 წელს მთვარეზე გასაფრენად ემზადება. ანუ პერსპექტივაში შეიძლება პირველი ქალი გახდეს, ვინც მთვარეზე ფეხს დადგამს.

ფრენა 27 მაისს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო შაბათამდე გადავადდა.
მისიის მნიშვნელობაზე მიუთითებს ფლორიდაში დონალდ ტრამპის საგანგებოდ ჩასვლა.