ედიშერ გვენეტაძე: მეტი რა გააკეთოს, ქრისტე ღმერთი არ არის, უბრალო ქართველი და ქვეყნისა და სარწმუნოების მოყვარული კაცია

  • 31 მაისი 12:14

ეს აქვე, სამცხეში, შორეთის ტაძარია. როგორი იყო და როგორია დღეს, - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შორეთის ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისა და სარწმუნოების მოყვარული კაცია:


„უახლესი ამბავი, ნოდარიკო მელაძეებო. ეს აქვე, სამცხეში, შორეთის ტაძარია. როგორი იყო და როგორია დღეს. აგინეთ კიდევ ივანიშვილი და ადიდეთ ნაცნეოტროცკისტები. ასეთი იყო ეს ეკლესია, აქვე, სამხრეთ საქართველოში და ნახეთ ფონდ „ქართუს" მეშვეობით როგორი გახდა. ჰო, ჰო ნოდარიკო მელაძეებმა და მისმა ამფსონებმა აგინეთ და ლანძღეთ. თქვენთვის ხომ მაინც არ არსებობს ღმერთი ხატი, რჯული, ტრადიცია, გარდა ცილისწამებისა და მასში აღებული იუდასებრი გროშებისა. ზოგიერთი მორწმუნეც, რომ... ნახეთ, მეტი რა გააკეთოს ქრისტე ღმერთი არ არის, უბრალო ქართველი და ქვეყნისა და სარწმუნოების მოყვარული კაცია“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.