6 წლის ბიჭი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა - საზარელი ტრაგედიის ახალი დეტალები

  • guria.tv
  • 31 მაისი 11:26

ტრაგედია ოზურგეთში გუშინ მოხდა, რვა საათიანი ძებნის შემდეგ, 6 წლის ბიჭი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის უკან, დაახლოებით, ერთი მეტრის სიღრმის, წყლით სავსე თხრილში გარდაცვლილი იპოვეს.

თხრილთან მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, გამაგრებითი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო.


ოჯახი ოზურგეთში ქირით ცხოვრობდა. ბავშვი ბებია - ბაბუასთან სტუმრად იყო ჩასული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის 115 - ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა guria.tv