ყარაჯალელი ბიჭი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დააჯარიმეს, ქორწილის გადახდას გეგმავს

  • primetime.ge
  • 31 მაისი 00:28

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, 9 000 ადამიანი დაჯარიმდა, ერთ-ერთი ყველასთვის ნაცნობი ყარაჯალელი ბიჭია, რომელიც შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს.

რათხან ყურბანოვი „პრაიმტაიმთან“ ამბობდა, რომ სიყვარულის გამო სახლსაც კი გაჰყიდდა და ღია ცის ქვეშ იცხოვრებდა. გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რამდენიმე მოქალაქემ მისი დახმარების სურვილიც გამოთქვა.


ველოდებით, ჯარიმის გადახდა თუ არ მომიწია, მე და ჩემი შეყვარებული ქორწილს გადავიხდით.


ზუსტად ვიცი, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ამას ვერ ვიზამთ. თან დიდი ქორწილებიც არ არის დაშვებული. 3-4 ადამიანი ჩემი მხრიდან, 3-4 მისი და შეიძლება პატარა ქორწილი გადავიხადოთ“, – უთხრა ,,პრაიმტაიმის" რათხან ყურბანოვმა.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge