2020-ის არჩევნებზე მალხაზ მაჩალიკაშვილი კენჭს იყრის!?

  • primetime.ge
  • 30 მაისი 17:47

გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.

„პრაიმტაიმი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. ამ ეტაპზე, ის არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ იბრძოლებს, როგორც კანდიდატი.


ამბობს, რომ შეეცდება სამოქალაქო სტატუსის შენარჩუნებას. ეს დამოკიდებულია თემირლანის საქმეზე.


„ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭს აუცილებლად ვიყრი. თუმცა, თუ თემირლანის საქმეზე აუცილებელი გახდა, არც ამ ნაბიჯს გამოვრიცხავ.


ჩემთვის თანამდებობა მიუღებელი საკითხია, მაგრამ უკვე სამი წელი ხდება, რაც უთანასწორო ბრძოლას გავდივარ.


ყველა ხერხს გამოვიყენებ სამართლისთვის, მე ეს ამ ქვეყნის მოსახლეობას შევპირდი და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.


ვიმეორებ, თუ ჩემს საქმეს დასჭირდა, კენჭსაც ვიყრი და თანამდებობაზეც მოვალ ათეული ათასობით მხარდამჭერის გამო.


საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მხარს მიჭერს. ისინი ჩემი თანამოაზრეები არიან.


ნებისმიერ რეგიონში ყველა ბერკეტს გამოვიყენებ და ქართულ ოცნებას დავუპირისპირდები. რაც შეეხება კახეთს, აქ მმართველ პარტიას გასაქანს არ მივცემ.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge