ქუთაისში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

  • 30 მაისი 17:12

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.


ქუთაისში აღნიშნულ ქუჩაზე ავარიების რაოდენობა სისტემატიურად ფიქსირდება. რამდენიმე კვირის წინ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა 11 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.