რა ხდება ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში – საბერძნეთის პოლიცია შოკშია (ფოტოები)

  • imedinews.ge
  • 30 მაისი 16:39

ეს ვიაპი საკნები საბერძნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ქართველ „კანონონიერ ქურდებს“ და მათი კლანის წევრებს ეკუთვნით.

საბერძნეთის პოლიცია გაოგნებული დარჩა, როდესაც ნიგრიტის ციხეში მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ნანახმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.


სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეიდის მიზეზი სავარაუდო დარღვევების შესახებ მზარდი შეტყობინებები გახდა.


 აი, რა დახვდათ ბერძენ სამართალდამცველებს ქართველების საკნებში: თანამედროვე ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, უახლესი მოდელის კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, მიკროტალღური ღუმელი, სხვა სახის ელექტრო, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული ტრენაჟორები, სამზარეულოს ჭურჭელი, ღვინის ბოთლები და მწვადის შესაწვავი მოწყობილობაც კი… ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები.




სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge