ივნისის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი ივნისი

  • 30 მაისი 16:13

რას გაუგებ სიყვარულსა და... პლანეტებს. მაგრამ ერთ რამეში ორივე თანხმდება: პლანეტების განლაგება ივნისში მხოლოდ მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც არ იტყუება და არ ღალატობს

მარტოხელებიც შეძლებენ სიყვარულის პოვნას: ახალი ნაცნობობა სწრაფად განვითარდება მათთვის, ვისაც არ აშინებს კაშკაშა ემოციები, გრძნობების აღიარება, ოღონდ ეს გრძნობები გულწრფელი უნდა იყოს – პლანეტების განლაგება ივნისში მხოლოდ მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც არ იტყუება და არ ღალატობს.


ივნისი ცხელი იქნება – გადატანითი მნიშვნელობითაც. პლანეტების ხელსაყრელი ასპექტები ბევრ შესაძლებლობას იძლევა. დროა, გეგმები განახორციელოთ და მხოლო ფანტაზიების ტყვეობაში არ დარჩეთ.


ამას ხელს შეუწყობს მარსი კირჩხიბის თანავარსკვლავედში (მგრძნობიარობა და შემოქმედებითი აქტიურობა სათანადო სიმაღლეზე), მზე ტყუპის ნიშანში (საკუთარი თავის თამამად წარდგენა). მოიგებენ წყვილები, რომელთა გრძნობები დრომ გამოსცადა. ვინც ახლა იპოვა სიყვარული, მას მეტი მოთმინება დასჭირდება.


ვერძი


ვერძები ფანტაზიებიდან მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ. მარსი კირჩხიბის ნიშანში 1–30 ივნისის განმავლობაში იქნება და თუ შესაფერის მომენტს დაელოდებით, შეიძლება, უსასრულო ლოდინი მოგიწიოთ. ივნისში უმოქმედოდ ყოფნა არ აღირს: სწორედ ეს თვე შეიძლება აღმოჩნდეს იღბლიანი და მთელ ზაფხულს მისცეს ბიძგი. ასტროლოგები გირჩევენ, დაამტკიცოთ, რომ, როცა ეს აუცილებელია, არა მხოლოდ მგზნებარე და რომანტიკული, არამედ შეუპოვარი, თამამი და პრაქტიკულიც ხართ.  უსმინეთ გულის ხმას. ინტუიცია გიკარნახებთ, სად არის ბედნიერების მოძიების შანსი და სად – არა.
 
კურო


ზაფხულის დასაწყისში ყველაფერი თქვენ ირგვლივ იტრიალებს. თუ შეყვარებული ხართ, ივნისი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ საყვარელ ადამიანთან გატარებული დროის თვალსაზრისით. ისწავლეთ საკუთარი თავისა და სურვილების აღქმა და მიღება. 9 ივნისს ვენერა ტყუპის ნიშანში გადავა და იქ თვის ბოლომდე დარჩება. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება შანსი, დატკბეთ გრძნობებით, შეიყვაროთ, ჩვეულ რამეში არაჩვეულებრივი აღმოაჩინოთ. პლანეტის ზეგავლენა მეტ იდუმალებას შეგძენთ, ხოლო თქვენი გრძნობები და საქციელი სიტყვებზე მნიშვნელოვანი იქნება.
 
ტყუპი


ივნისში მზე და ვენერა ტყუპის თანავარსკვლავედში მერკურისთან ერთად შეხვდებიან და ამ წელიწადში ყველაზე ბედნიერი მეტამორფოზების დაწყებას მისცემენ ბიძგს. საზეიმო ატმოსფეროში არ დაივიწყოთ პარტნიორის გრძნობებისა და ერთობლივი გეგმების შესახებ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, გამოიტანოთ სწორი დასკვნები, გაიაზროთ წარუმატებლობების მიზეზები და შეიცნოთ საკუთარი ძლიერი მხარეები. მთელი თვის განმავლობაში შეყვარებული ტყუპები თავდაჯერებული გახდებიან. არ შეუშინდეთ საკუთარ გრძნობებზე საუბარს, ინიციატივის გამოჩენას. სასურველია, პარტნიორს ხშირად დაუთმოთ და მისით აღფრთოვანება გამოხატოთ.
 
კირჩხიბი


კირჩხიბებს მოულოდნელობებით აღსავსე თვე გელოდებათ. მფარველი ვენერა ტყუპის ნიშანში იქნება, ხოლო ანტაგონისტი მარსი – კირჩხიბის. ასეთი არაერთმნიშვნელოვანი ასტროლოგიური სურათის გათვალისწინებით, მოგიწევთ სრულიად ახალი რამის გაკეთება, რასთანაც ცხოვრებაში შეხება არ გქონიათ. თუ ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტთ, მოისურვებთ სხვა ქალაქში გადასვლას, ან ახალი რომანის გაჩაღებას, ვარსკვლავები დაგეხმარებიან, მაგრამ მხოლოდ 9 ივნისის შემდეგ. მთავარია, დაიჭიროთ მომენტი, არ დაკარგოთ დრო ორჭოფობასა და ცრურწმენებზე. მარტოხელებმა სიყვარული ჩვეულ გარემოში უნდა ეძებოთ, მაგალითად, მეგობრების წრეში. სტაბილურ ურთიერთობებში კი სიახლის სიო დაუბერავს. თუნდაც ურთიერთობები ჩიხში იყოს შესული, მოულოდნელად მკვდარი წერტილიდან შეიძლება დაიძრას. 


ლომი


ლომების პირადი ცხოვრება იმდენად კაშკაშა და უჩვეულო აღმოჩნდება, რომ ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადავა. ამაში „დამნაშავე“ მზეა, რომელიც ტყუპის ნიშანში იქნება 1–20 ივნისს. გეგმები ელვისებურად შეიცვლება, ურთიერთობებში რომანტიკა მოიმატებს. მარტოხელები შეძლებენ ბედნიერების მიღწევას. მთავარია, ცუდი სახელი არ მოიხვეჭოთ – თუ გარშემომყოფებს მოატყუებთ და აწყენინებთ, რეპუტაციის დაკარგვით რისკავთ. დანარჩენ შემთხვევებში, ძალიან გაგიმართლებთ. თუმცა, გამორიცხული არაა მოულოდნელი ცვლილებებიც, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, იმპროვიზაციებისთვის იყოთ მზად. ეს მწვერვალზე ასვლაში დაგეხმარებათ. 
 
ქალწული


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ივნისში საკუთარ სურვილებში გაერკვიოთ. ამ თვეში ნეპტუნი უკუსვლას დაიწყებს და გაიძულებთ, სერიოზულად დაფიქრდეთ ცხოვრების აზრზე, სიყვარულზე, სულიერ გზაზე, დანიშნულებაზე, მთავარ მისიაზე. თუ ამის გასააზრებლად მიმართულების მიცემა დაგჭირდებათ, დამხმარე გვერდით მდგომ ადამიანებში ეძებეთ. პლანეტები ძალიან დადებითად არიან თქვენ მიმართ განწყობილი და ზოგიერთი შეცდომის გამოსწორების, ასევე, შინაგანი ბარიერების გადალახვის საშუალებას მოგცემენ. ნუ შეგეშინდებათ ერთდროულად რომანტიკოსად და ფილოსოფოსად წარმოჩენა: ასეთ ამპლუაში ყველასთვის განუმეორებელი და შეუდარებელი იქნებით.
 
სასწორი


ვენერამ სასწორებს მკვეთრი ცვლილებები მოგიმზადათ. 9 ივნისის შემდეგ პროცესები დაჩქარდება და მისი აყოლა გართულდება. საჭირო იქნება სწრაფი მოქმედებები, თამამი ინიციატივები და მტკიცე ნაბიჯები. ასტროლოგები გირჩევენ, დიდი დრო არ დაკარგოთ პლუსებისა და მინუსების აწონ–დაწონაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იღბალი ხელიდან გაგისხლტებათ. ივნისი შეგახსენებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტიმური ჰარმონია და სიმტკიცე ურთიერთობებში. მოვლენები, შესაძლოა, მოულოდნელი სცენარით განვითარდეს და სიყვარულის შენარჩუნება ჩვეულებრივზე უფრო რთული აღმოჩნდეს. შესაძლოა, კრიზისი გაჩნდეს. დამაკავშირებელი ძაფი გახდება მსოფლმხედველობების მსგავსება: აუცილებელია პარტნიორთან საერთო ენაზე საუბარი, მისი გაგება და შეგრძნება.
 
მორიელი


მორიელებს უდიდესი წარმატებები ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ მარსი კირჩხიბში არანაირ აშკარა წარმატებებს არ გპირდებათ, ის უფრო მეტს მოგცემთ – შეგრძნებას, რომ დაიჭირეთ შემხვედრი ნაბიჯი, იპოვეთ ბედნიერებისკენ მიმავალი სწორი გზა. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ სამყაროს ყოველდღიურ მინიშნებებს. ამ მიმართულებებიდან საუკეთესოს შერჩევას შეძლებთ. ეს, შესაძლოა, სიყვარულის ახალ ისტორიას უკავშირდებოდეს. მთავარია, გაარკვიოთ, რა გსურთ: სტაბილურობა და საიმედოობა თუ რომანტიკა და გრძნობები.
 
მშვილდოსანი


მშვლდოსნებმა საკუთარ თავს უნდა მოუსმინოთ, განსაკუთრებით, თვის დასაწყისში. გრძნობები არ მოგატყუებთ, დაგეხმარებათ, გაიგოთ, რატომ შეიცვალა მკვეთრად ატმოსფერო ურთიერთობებში, ან რატომ აღარ გრძნობთ თავს მყუდროდ საყვარელ ადამიანთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ივნისში მოგიწევთ კომპრომისების ძებნა და საკუთარი თავისთვის სწორი კითხვების დასმა. კარგი იქნება თვითგანვითარებაზე ზრუნვა. მაგრამ პარტნიორის აღელვება არ ღირს, სანამ ვითარება არ გაირკვევა: მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ ბედნიერებისა და სიმსუბუქის შეგრძნება, რაც ურთიერთობების სათანადო სიმაღლეზე წარმართვის უფლებას მოგცემთ.
 
თხის რქა


ყველაფერი, რაც ამ თვეში თხის რქების შიგნით, სულიერ სამყაროში მოხდება, ყურადღების ღირსია. დღის წესრიგშია მარსის გავლენა, რომელიც მგრძნობიარე კირჩხიბის თანავარსკვლავედშია. ასტროლოგები გირჩევენ, დაიწყოთ დღიურის წარმოება, მეტი დრო დაუთმოთ შინაგან განცდებს, ჩაიწეროთ მნიშვნელოვანი აზრები. ეს იქნება გარკვეული თერაპია, რომელიც კარგი განწყობის შენარჩუნებასა და ნეგატიური ემოციების შეკავებაში დაგეხმარებათ. ასევე, დრო მოვიდა, პარტნიორს გული გადაუშალოთ. სასარგებლოა გულახდილი, გულწრფელი საუბრები, პრობლემების განხილვა, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა – ანუ ყველაფერი, რაც მეტი ბედნიერების მოპოვებასა და პარტნორთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.
 
მერწყული


მერწყულებს ივნისში გრძნობების სრული სპექტრი გელოდებათ: ხმაურიანი კამათი, სიცილი, ცრემლი, აგრესია, ეჭვიანობა, შური, მერყეობა, სიხარული. ნეპტუნის გაძლიერებული გავლენის გამო, რომელიც 9 ივნისს რეტრო–ფაზაში გადავა, ემოციები გამძაფრდება. ძალზე მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ მშვიდობიან და ჰარმონიულ დამოკიდებულებას, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს. მფარველი პლანეტა მზადაა, მაქსიმალურად დაგეხმაროთ, თუ სწორ მიმართულებას იპოვით, სწორ აზრებსა და საჭირო სიტყვებს მიაგნებთ.


თევზები


თევზები თვის დასაწყისში უნდა დაფიქრდეთ, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ეს თვე წარიმართება ტყუპის ნიშანში მყოფი ვენერას ეგიდით, რაც ყველაზე მეტად შეეხება ურთიერთობების სფეროს. 9–30 ივნისის მოვლენების წინასწარ განჭვრეტა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამიტომ გზადაგზა მოქმედება მოგიწევთ. ძალიან დაგეხმარებათ, თუ მიზნებსა და გეგმებს განსაზღვრავთ. ეძებეთ პასუხები ყველაზე მთავარ კითხვებზე, თუ, რა თქმა უნდა, სიმართლის გაგების არ გეშინიათ. ვენერა თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ჰარმონიასა და გულწრფელ სიყვარულს გპირდებათ, მაგრამ არის დაბრკოლებაც – იმპულსურობა. აეწყვეთ ქაოსის ენერგეტიკაზე – აქ იბადება წესრიგი და, რა თქმა უნდა, სიყვარული.