,,მზად ვარ, მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო!” – დირიჟორი ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

  • 30 მაისი 15:54

დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალურ ფაქტს სოციალური ქსელში ეხმაურება. ჭიჭინაძე ბასილაშვილის მისამართით თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავს და ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ამაზრზენ შანტაჟისტს უწოდებს.

“მთელი გულით მინდა თანადგომა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ამაზრზენი შანტაჟისტის მსხვერპლი გახდა. მტკიცებულებები არ მჭირდება – ვგრძნობ! მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო! გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას და ბავშვის აღზრდის უფლება ნიკოლოზს გადაეცეს” – წერს გოგი ჭიჭინაძე.


ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე ძალადობა ედება ბრალად.