,,აბდა-უბდა, გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით ტაში" - ნუკრი ქანთარია

  • fortuna.ge
  • 30 მაისი 15:14

უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ , როგორც თავად ამბობს, საყმაწვილო ენით შეაფასა პარლამენტში მიმდინარე დებატები.

“შემიძლია მხოლოდ რომ საყმაწვილო ენით გითხრათ. რაც ეს ორი დღე შემიძლია შევაფასო – აბდა-უბდა, გასდასკუპდა, აქეთ ტაში იქით ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. აი, ეს არის ბატონებო, მთელი თქვენი ლაიტმოტივი” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


შეგახსნებთ, რომ გახარია პარლამენტში ამ კვირაში უკვე მეორედ მივიდა, ამჯერად ინტერპელაციის წესით. გუშინ მას შეკითხვები “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” დაუსვეს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge