თურქეთში „სულის შებერვით“ მკურნალმა ქალმა მთელი უბანი კორონავირუსით დააინფიცირა

  • primetime.ge
  • 30 მაისი 15:00

თურქეთის ქალაქ კაისერში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც ამბობს, რომ „სულის შებერვით“ და სპეციალური ლოცვით ადამიანის განკურნება შეუძლია, მთელი უბანი კორონავირუსით დააინფიცირა.

ამის შესახებ „ჰაბერ-გლობალი“ ადგილობრივ ჟურნალისტსთა გაერთიანებული საზოგადოების პრეზიდენტის ველი ანტინკაიას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, სტატიის ქართულ ვერსიას კი ,,პრაიტაიმი" ავრცელებს.


ქალიმა, რომელსაც „სულის შებერვით“ და ლოცვით შეეძლო ადამიანების განკურნება, კორონავირუსი ჰქონია და მთელი თავისი უბნის მოსახლეობა დააინფიცირა.


გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ვირუსი ავტობუსის ყოფილმა მძღოლმა გადასდო, რომელიც მასთან სამკურნალოდ იმყოფებოდა. შემდეგ კი ქალმა თავის სხვა „პაციენტებს“.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge