15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო - შემთხვევა ყაზახეთში მოხდა

  • newposts.ge
  • 30 მაისი 14:48

5 წლის ყაზახმა ბიჭმა აღიარა, რომ 10 წლის მძინარე და ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოკლა მას შემდეგ, რაც მათ იკამათეს კომპიუტერის გამოყენებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების თქმით, პატარა ლუდას თავის ქალა დაჩეჩქვილი იყო მიყენებული დარტყმების შედეგად, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.


მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც ლუდამ და მისმა ძმამ, ალექსეიმ სახლის ეზოში იჩხუბეს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან როდესაც გაიგო კამათისა და შელაპარაკების ხმა და-ძმას შორის კომპიუტერული პლანშეტის გამო, დაინახა, რომ ალექსეის ხელში ჩაქუჩი ეჭირა, რომლითაც დას ჩარტყმით ემუქრებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 10 წლის ლუდას პლანშეტი გაკვეთილების მოსამზადებლად სჭირდებოდა, რაზეც 15 წლის ძმამ უარი განაცხადა. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დადასუტრდა, რომ ალექსეიმ დისთვის ჩაქუჩით მიყენებული უამრავი დარტყმის შემდეგ უკვე უგონო სხეული ქუჩასთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე დააგდო. ალექსეიმ შემდეგ ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოიცვალა და მშობლებს ამცნო, რომ მისი და გაუჩინარდა.


ალექსეის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება ციხეში.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge