სასურველია, იცოდეთ, რის გამო არ უნდა მოიხადოთ ბოდიში

  • თბილისელები
  • 5 ნოემბერი 13:33

სწორად აღზრდილი ადამიანი, როცა გრძნობს, რომ მომხდარი უსიამოვნება მისი ბრალია, ბოდიშს აუცილებლად მოიხდის. ეს უპირველესად მათ სჭირდებათ.

თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ბოდიშის მოხდა მძიმე სტრესია. არიან ისეთებიც, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფრის გამო იხდიან ბოდიშს და საკუთარი თავი ყველაფერში დამნაშავედ მიაჩნიათ. ეს კი საშიშია. ამიტომ, სასურველია, იცოდეთ, რის გამო არ უნდა მოიხადოთ ბოდიში:


* მაგალითად, თუ უარს იტყვით იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომელიც თქვენს „საზღვრებს“ ყოველთვის არღვევს, ეს ლოგიკურია და ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო;


* ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ზუსტად ისე იქცევით, როგორიც რეალურად ხართ;


* არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ინტუიციას ენდეთ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეთ;


* არასოდეს მოიხადოთ ბოდიში, თუ ნამდვილი დამნაშავე თქვენ არ ხართ;


* ყველა ადამიანს სჭირდება დრო პირადისთვის. თქვენი უფლებაა, ხანდახან საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, არავის წინაშე არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი;


* ყოველთვის თამამად ისაუბრეთ საკუთარ შეხედულებებზე. ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი მოსაზრების გამო;


* ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რისიც ბოლომდე გჯერათ და გწამთ.


* ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ცხოვრობთ, როგორც მოგწონთ და შესაძლოა, ეს საზოგადოების სტანდარტებს არ შეესაბამება;


* ნუ მოიხდით ბოდიშს საკუთარი გადაწყვეტილებების ან ქმედების გამო, რასაც სხვისთვის არაფერი უვნია;


* ნუ მოიხდით ბოდიშს თქვენი გრძნობების, განცდებისა და ემოციების გამო. იმის გამო, რომ ზოგჯერ მოწყენილი, ან გაბრაზებული ხართ;


* ნურც იმის გამო მოიხდით ბოდიშს, რომ ძალიან მგრძნობიარე ხართ;


* ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ერთობით, ან იმის გამო, რომ მუშაობთ და გართობისთვის დრო არ გაქვთ;


* ყოველთვის თქვით სიმართლე და ნუ მოიხდით ბოდიშს სიმართლის თქმისთვის;


* ხანდახან ყველას გვჭირდება ტაიმ-აუტის აღება, მოდუნება და არაფრის კეთება. ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო;


* დასვით კითხვები ყველაფრის შესახებ, რაც არ იცით და რაც გაინტერესებთ და ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო – ყველაფრის მცოდნე არავინაა.

წყარო: თბილისელები