11 ახალი შემთხვევა და 24 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსი საქართველოში

  • 30 მაისი 10:28

საქართველოში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 24 გამოჯანმრთელდა.

მონაცემების ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge- ზე განახლდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 მაისის მონაცემებით 757-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 600-ია.