ჩინეთი ძაღლის ხორცის ჭამას სრულად კრძალავს

  • dailymail.co.uk
  • 1 ივნისი 19:20

ყოველწლიურად, ჩინეთში სახორცედ 10 მილიონი ძაღლი და 4 მილიონი კატა იკვლება. ჩინეთმა ახალი კანონის თანხმად ძაღლის ხორცის ჭამა ქვეყანაში სრულიად აკრძალა, განსაკუთრები კი მოახლოებული იულინის ფესტივალის გამო.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ძაღლები „მეგობარი ცხოველები“ არიან და მათი გაიგივება ფერმის ცხოველებთან დაუშვებელია.


ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ტრადიციები, რომლებიც ძაღლების ჭამასთანაა დაკავშირებული, უნდა შეიცვალოს. კანონი იულინის ძაღლის ხორცის ფესტივალის წინ 3 კვირით ადრე გამოვიდა. ამან შესაძლოა, ყოველწლიურად 10 მილიონი ძაღლი იხსნას სიკვდილისგან.


ეს ფესტივალი  2010 წელს ძაღლის ხორცით მოვაჭრეებმა დააწესეს, მეტი მოგების მისაღებად.


ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ფესტივალი გარკვეულ მარწუხებში მოექცია, რის შედეგადაც, დაკლულ ცხოველთა ოდენობა შემცირდა.


სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, ძაღლები ფერმაში, სახლსა და, ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ, რადგან მათ დაცვისა და კომპანიონის შეუცვლელი ფუნქცია აკისრიათ.


ყოველწლიურად, იულინის ძაღლის ხორცის ფესტივალზე ათასობით ძაღლი იხოცება.


 



 
სრული ვერსიის ნახვა dailymail.co.uk