“შესაძლოა საერთოდ აუკრძალონ თამაში” – რას ამბობენ საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციაში ბასილაშვილზე

  • ალია
  • 29 მაისი 13:45

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელშიმსოფლიოს 27-ე ჩოგანზე ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ბასილაშვილს მეუღლემ კარიერაში საქმე გაუფუჭა.

 

"ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და იმ ბიჭს ნიკა ბასილაშვილს საშვილიშვილოდ გაუფუჭა საქმე მისმა ცოლმა.. ახლა მელაპარაკა ჩემი მეგობარი ფრანგულ ჩოგბურთის ფედერაციაში მუშაობს, “როლან გაროსის” ჩატარება-არჩატარების საკითხზე ვთხოვე კომენტარი და… მერე ბასილაშვილზეც ვილაპარაკეთ, მე კი ვუთხარი გაუჩალიჩეს მეთქი მარაა…აბა მე ვინ ვარ.


შესაძლებელია საერთოდ აუკრძალონ თამაშიო..
რავი, სულო, ცოდვილო მარაა, რატომღაც მგონია რომ, სპეციალურად მოწყობილი პროვოკაციაა ამ ბიჭის მისამართით”- წერს ჟურნალისტი.


 

წყარო: ალია