რას წერს ჩოხატაურის მერი გურიის მთებში ოქროს მოპოვებაზე?

  • ალია
  • 29 მაისი 13:39

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გურიის მთებში ოქროს მოპოვებაზე წერს.

"მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, თუნდაც ,,ნახევრად ობიექტური,, გურიის მთებში ოქროს მოპოვების სიუჟეტში ვიტყოდი:


1. აღნიშნულ კომპანიაზე ლიცენზია ჯერ კიდევ წინა ხელუსუფლების დროს გაიცა.


2. ლიცენზია გაცემულია არა მოპოვებაზე, არამედ შესწავლაზე, რაც 8 სანტიმეტრიანი შუნტების ჩაშვებას ითვალისწინებდა.


3. კომპანიამ განაახლა ლიცენზია და სცადა მოძიების სამუშაოების განახლება, რასაც არ დაეთანხმა ზოტის მოსახლეობა, რადგან კარგად ახსოვდათ ,,თეთრ ღელესთან,, წლების წინ განვითარებული ღვარცოფი.


4. შეიცვალა ლიცენზიანტი კომპანიის მენეჯმენტი, რომელმაც ითხოვა მოძიების სამუშაოების განახლება. სოფელმა ისევ უარი უთხრა, თუმცა დასძინეს რომ თუ სხვა მხრიდან მიადგებით შესასწავლ ტერიტორიას ( ქვაბღის მხრიდან) ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებითო. კომპანიამ სოციალური პროექტის სახით, იმ დროისათვის სოფელში ახალ აშენებულ საბავშვო ბაღს 10 000 ლარის ინვენტარი შეუძინა.


5. გზის შეყვანა ქვაბღის მხრიდან დაიწყო და არ დასრულდა.


6. უკვე სამი წელია ამ კომპანიის წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან.


და ბოლოს: ამ წლების განმავლობაში ხელისუფლება მიჰყვებოდა ხალხის ნებას, ასე დღესაც და არასდროს მიუმართავს ძალადობისთვის, რაც ასევე კარგად ახსოვთ ზოტელებს წინა ხელისუფლებიდან…..


დღეს სიმართლე არააქტუალურია….არჩევნები ახლოვდება. დასანანია….არადა ლამის ყოველ წელს ჩვენს ქვეყანაში არჩევნებია…..”- წერს ჩოხატაურის მერი.


 

წყარო: ალია