ხულოში 16 წლის გოგონას მოტაცების გამო სამი პირი დააკავეს

  • pia.ge
  • 5 ნოემბერი 10:07

ხულოში პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონას, ცოლად შერთვის მიზნით, მოტაცების გამო 3 პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა 16 წლის გოგო მოიტაცეს და წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანეს.


სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge