რა გველოდება ზაფხულში: სამი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

  • sputnik-georgia.com
  • 29 მაისი 13:23

დგება ნანატრი ზაფხული, რომელსაც ყოველთვის ახალი იმედებითა და ოცნებებით ვხვდებით და მითუმეტეს ახლა, როდესაც გაზაფხული თვითიზოლაციის პირობებში გავატარეთ კორონავირუსის პანდემიის გამო.

 

 

ასტროლოგები გვირჩევენ, ვიყოთ მეტად გულღია, კომუნიკაბელური და ვარსკვლავები ბედნიერებისა და წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიზარმაცოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ.


ვერძი


ვერძებს ივნისში სხვადასხვა ფრონტზე უსიამოვნებები გელოდებათ, რადგან ძალზე უარყოფითად იმოქმედებს ივნისის დაბნელებები. ივლისი და აგვისტო პირიქით, ვარსკვლავებისა და პლანეტების აღმშენებლობითი ენერგიის ეგიდით ჩავლის, გაიხსნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესსა და სამუშაოზე, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი, სარგებლის მომტანი იდეები, აზრები.


ასტროლოგების უმთავრესი რჩევაა, რომ შთაგონების, ენერგიისა და ძალების წყარო ეძებოთ. ზაფხულის ბოლოს სასურველია გარემოს შეცვლა, სადმე გამგზავრება. აგვისტო შესანიშნავი პერიოდია რემონტის გაკეთებისა და ძვრადღირებული რამის შესაძენად.


კურო


ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ამ ზაფხულში გამუდმებით შეიცვლება, თანაც არა კვირის ან თვის მასშტაბებით, არამედ ხანდახან ყოველდღიურადაც კი. 2020 წლის ზაფხული რაღაც ახალს ნამდვილად გასწავლით.


ღამის მანათობლების განწყობის ცვლა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ დაუფიქრებელ ქცევებს საქმიანობაში. სასიყვარულო სფეროში გაუმართლებს იმას, ვისაც შეუძლია პირადი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევა და გარშემომყოფების სასარგებლოდ მოქმედება.



ტყუპი


ასტროლოგები გირჩევენ, ამ ზაფხულში ხშირად მიმართოთ საკუთარ ინტუიციას. ეს იდეალური დრო იქნება იმისთვის, რომ ადრე დაწყებული საქმეებისა და პროექტების სამომავლო ბედი განსაზღვროთ. ხშირად მოუსმინეთ გულისძახილს, განსაკუთრებით ივნისში.


ზაფხულის მეორე ნახევარში ბევრად მგრძნობიარე და ემოციური გახდებით, რაც ახლობლებთან ურთიერთგაგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია დაგეხმარებათ, რომ ცხოვრება, პრინციპები და შეხედულებები მთლიანობაში შეცვალოთ. ბევრი სირთულე, შესაძლოა, გაუცნობიერებლად გადალახოთ.


კირჩხიბი


ასტროლოგები გირჩევენ, ზაფხულის დასაწყისში ეცადოთ, გაძლიერდეთ როგორც პიროვნება და უკეთესი გახდეთ. ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ, დადგა შინაგანი გარდაქმნების პერიოდი, რის შემდეგაც უკვე ირგვლივ ყველაფრის შეცვლის დაწყება შეგიძლიათ. ივლისში შეიძლება ფიქრი სამუშაოს გამოცვლაზე, სწავლის დაწყებაზე.


ივლისსა და აგვისტოში წაგადგებათ ფულის რამე მნიშვნელოვანის შეძენაზე დახარჯვა. ეს შეიძლება იყოს ძვირადღირებული ნივთი, ავტომობილი, ბინა... განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლში სახარბიელო ატმოსფეროს შექმნას: დაალაგეთ, გააკეთეთ რემონტი, გადააადგილეთ ავეჯი. სასურველია, ჩანაფიქრს, სიყვარული იქნება ეს თუ სამუშაო, ეშმაკობითა და შანტაჟით არ მიაღწიოთ.



ლომი


ლომებს ივნისის პირველივე დღეებიდან დაგეხმარებიან ვარსკვლავები და პლანეტები. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, აუცილებელია კარგზე იფიქროთ. დაბრკოლებების გადალახვითვის საკუთარი თავის რწმენა უნდა შეინარჩუნოთ.


კარგი იქნება, თუ ბევრ ადამიანს გაიცნობთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ იპოვოთ მეორე ნახევარი, კარგი მეგობარი ან ადამიანი, რომელიც საინტერესო იდეას მოგაწოდებთ. წაგადგებათ ახლობლებთან ხშირი ურთიერთობები. არ შეუშინდეთ სირთულეების ერთობლივად გადაწყვეტას. ამაში თქვენი ნიშნის ლიდერის თვისებები დაგეხმარებათ.


ქალწული


ამ ზაფხულს ქალწულებისთვის ჯადოსნური პერიოდი დგება, როდესაც შეძლებთ მრავალი სანუკვარი ოცნების ასრულებას. ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ იმ საქმეებს, რომლებიც თქვენს ოცნებებთან დაგაახლოებთ.


ზაფხულის უკვე პირველი კვირებიდან უნდა განეწყოთ ბრძოლისთვის, მოიპოვოთ გამარჯვების ნება, თავდაჯერებულობა. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ ამ დროისთვის არაფერი გრანდიოზული არ დაგეგმოთ. ზახულის ბოლოს შესაძლებელია გაუგებრობები პირად ურთიერთობებში, ამიტომ სჯობს, იყოთ უფრო მოქნილი, დიპლომატიური.



სასწორი


სასწორებს ამ ზაფხულში უამრავი საინტერესო რამ გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები თითქმის გამუდმებით საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში იქნებიან. ივნისი, დაბნელებების გამო, საკმაოდ რთული აღმოჩნდება თქვენთვის.


ადამიანებთან ურთიერთობებში სასურველია, რომ იყოთ გულღია და კეთილი, დაეხმაროთ გაჭირვებაში ჩავარდნილებს. ასეთი საქციელი სიკეთითვე დაგიბრუნდებათ. ზაფხულის ბოლოს შესაძლებელია რაღაც დიდი ცვლილებები. აგვისტოში კარგი იქნება სტილის, ვარცხნილობის შეცვლა, გარდერობის განახლება. ვარსკვლავების ენერგია ნებისმიერ ახალ საქმეში დაგეხმარებათ.


მორიელი


მორიელებს საკმაოდ საინტერესო და მოვლენებით „დახუნძლული“ ზაფხული გელოდებათ. განსაკუთრებულად შედეგიანი ის შეიძლება ფინანსებისა და სამუშაოს კუთხით იყოს. იღბალმა რომ არ მიგატოვოთ, შეგიძლიათ სპეციალური ნუმეროლოგიური ხერხები გამოიყენოთ. არ გაწყენთ ასევე საქმეების წინასწარი დაგეგმვა, მაგრამ საკუთარ გეგმებზე არავის არაფერი უთხრათ.


ივლისში შემთხვევითობების მთელი ჯაჭვია მოსალოდნელი – ვიღაცას მეტად გაუმართლებს, ვიღაცას – ნაკლებად, მაგრამ რომელიმე სფეროში რევოლუციის მოხდენის შანსი ყველას მიეცემა. ზაფხულის პერიოდი პოზიტიური დრო იქნება შემოქმედების, არასტანდარტული გადაწვეტილებების მიღებისთვის.


მშვილდოსანი


მშვილდოსნები ივნისში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. იყავით მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებსა და კრიტიკას. იფრთხილეთ ენერგოვამპირებთან და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობებისას. სჯობს, ადამიანების ნეგატივს ნეგატივითვე არ უპასუხოთ.


ივლისიდან საქმეები კარგად წავა, სირთულეები ნელ–ნელა უკან დაიხევს. გაქრება განცდები, შეიქმნება საუკეთესო პირობები პიროვნული განვითარების, ახალი ცოდნისა და უნარების მიღებისთვის. გახდებით ბევრად უფრო მგრძნობიარე, გაძლიერდება მეხსიერება. თუ ურთიერთობებში პრობლემებმა იჩინა თავი, სჯობს, სასწრაფოდ მოძებნოთ კომპრომისი.


თხის რქა


თხის რქებს ძალზე პროდუქტიული ზაფხული გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან იმის მიღებაში, რაზეც ოცნებობთ. ეს იქნება იდეალური დრო ახალი მეგობრების, მეორე ნახევრის მოძებნისთვის, მთლიანობაში –ურთიერთობებისთვის. იყავით უფრო გულგახსნილი.


არ არის გამორიცხული, რომ შემოსავლების დამატებითი წყარო იპოვოთ, ან მიმდინარე სამუშაო ადგილზე მოგემატოთ ხელფასი. ზაფხულის ბოლოს წაგადგებათ მივლინებაში წასვლა, რამე ახალი საქმის დაწყება, საკუთარი სტატუსის ამაღლება ხელმძღვანელობის ან პარტნიორების თვალში. 


მერწყული


მერწყულებისთვის ზაფხულის პირველ ნახევარში წინა პლანზე ფინანსური სფერო გამოვა. ძალზე მნივნელოვან როლს შეასრულებს თავდაჯერებულობა. უნდა გააკეთოთ მხოლოდ ის, რისიც გჯერათ. ივნისი იდეალური დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის. ივლისში კარგი იქნება, თუ ვალებს დააბრუნებთ.


აგვისტო კი სიყვარულის დროა. მარტოხელა მერწყულებმა მეტად უნდა იაქტიუროთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მან პირველ ადგილზე უნდა დააყენოს საყვარელი ადამიანი, ხოლო სამუშაო იქნება, ჰობი, თუ სახლის საქმეები, მეორე ადგილზე გადაწიოს. ზაფხული პოზიტიურ ნოტზე დასრულდება.


თევზები


ზაფხულის დასაწყისი ძალზე რთული და უსიამოვნო შემთხვევითობებით სავსე იქნება თევზებისთვის. ამის გამო შეიძლება გაგიფუჭდეთ განწყობა, დაგერღვეთ ძილის რეჟიმი. ამ ზაფხულში, სჯობს, არ გადადოთ საქმეები, არამედ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ. ეს შემდგომ სრულფასოვან დასვენებაში დაგეხმარებათ.


მთლიანობაში, ზაფხული თქვენთვის საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი იქნება. შეიგრძნობთ იღბალს როგორც ფინანსურ, ისე სასიყვარულო სფეროებში. ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ქარიზმასა და მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ამ სამი თვის განმავლობაში ხშირად დაეყრდნოთ ინტუიციას.


 


 
სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com