საპასუხო „სროლა“ – გია ვოლსკის ახლა რომან გოცირიძემ „ესროლა“ (ვიდეო)

  • 29 მაისი 12:50

პარლამენტში პოლიტიკოსების ჩაწერესისას ჟურნალისტებმა კურიოზული კადრები დააფიქსირეს. რომან გოცირიძემ თითებით იარაღი გამოსახა და გიორგი ვოლსკის დაუმიზნა. რამდენიმე დღის წინ, ვოლსკიმ გოცირიძის მიმართ იგივე ჟესტი გამოიყენა.

„შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.