"მეუბნება ვიღაცას ნუ მომაკვლევინებო - არ სიამოვნებს დებატების დროს ზედმეტად თუ შევალ კონფლიქტში"

  • თბილისელები
  • 4 ნოემბერი 16:47

უფლებათადამცველი ირინა ტორონჯაძე ჟურნალ "თბილისელებთან" მისი ქმრის შესახებ საუბრობს.

ირინა ამბობს, რომ მის რჩეულს, ლევან სამყურაშვილს არ სიამოვნებს დებატების დროს ზედმეტად როცა შედის კონფლიქტში, რადგან მისი დაცვის ინსტიქტი აქვს.


"იცის რომ რისთვისაც ვიბრძვი ისეთივე სიმართელა, როგორც ორჯერ ორი ოთხი. ამ ქვეყნის მიღმა გაუხედავს და იცის, რა ხდება ცივილიზებულ სამყაროში. უბრალოდ, მეუბნება ვიღაცას ნუ მომაკვლევინებო. რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს დებატების დროს ზედმეტად თუ შევალ კონფლიქტში. ჩემი დაცვის ინსტიქტი აქვს, მაგრამ ემოციურად ვგრძნობ რომ მეთანხმება. ვუთხარი, მე შენამდეც ვჩხუბობდი და მარტოც ვიცავ თავს-მეთქი. არ მინდა ზედმეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს, ეს არაა სამართლიანი, რატომ უნდა გახვიო უსიამოვნო ამბავში საყვარელი ადამიანი?! რეალურად იქ ყველა ცივილურობის ფარგლებში ვიცავთ ჩვენ-ჩვენს პოზიციას. ახლა გასტროლებზეა ჰოლანდიაში და მიჯაჭვული ვარ "მესენჯერზე", რომ ვიძინებ და ვიღვიძებ, მინდა მასთან ერთად ვიყო. ნოეებერში ვაწერთ ხელს და იანვარში გვექნება ქორწილი", - ამბობს ირინა ტორონჯაძე "თბილისელებთან" საუბრისას.

წყარო: თბილისელები