,,ჯერ ვერ ვადასტურებთ, რომ ადამიანი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირება გადაიტანა, კორონავირუსისგან დაცულია"

  • imedinews.ge
  • 27 მაისი 23:01

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ ვერ ადასტურებს ჰიპოთეზას იმის თაობაზე, რომ ადამიანი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირება გადაიტანა, კორონავირუსისგან დაცულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჯვარედინ დაცვას, რა თქმა უნდა, არსებობს მტკიცებულების გარკვეული ბაზა იმუნური რეაგირების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა მანამდე კორონავირუსის დაავადების სხვა სახეობა გადაიტანა. თუმცა, ჯერ მონაცემები საკმარისად არ არის. კვლევები გრძელდება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია და იმედს გვაძლევს, რომ იმუნური რეაქცია იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს კორონავირუსისგან დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს უზრუნველყოფილი. ეს ასევე სასარგებლო იქნება ვაქცინის შექმნისთვის“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge