რუსთავში ბიჭი ჭაობში ჩაეფლო

  • inforustavi.ge
  • 27 მაისი 00:26

რუსთავში ალუბლების ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში არასრულწლოვანი ჭაობში ჩაეფლო. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბიჭი გადაადგილებას ვერ ახერხებდა და გარკვეული პერიოდი ჭაობში იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.


არასრულწლოვანი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი სტრესის ფონზე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge