რა თანმიმდერობით უნდა აღდგეს მოძრაობა ცერცვაძის აზრით?

  • pia.ge
  • 26 მაისი 23:46

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „კავკასიის“ თოქ-შოუ „ბარიერის“ ეთერში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა.

ცერცვაძის განცხადებით, ვირუსი არ გამქრალა, თუმცა უკვე დადგა დრო, რომ გარკვეული რეკომენდაციების დაცვით მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლოს.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მას ზუსტი თარიღის დასახელება გაუჭირდება, რადგან ეს მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეტაპობრივი აღდგენის დრო უკვე მოახლოვდა. ცერცაძის განმარტებით, ეტაპობრივად აღდგენაში იგულისხმა ტრანსპორტის ამოქმედება შემდეგი თანმიმდევრობით: ავტობუსი, მეტრო და ბოლოს მიკროავტობუსი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge