რას ჰყვება მოძღვარი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ჯვარი დასწერა

  • primetime.ge
  • 26 მაისი 22:49

მღვდელი, რომელმაც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დასწერა, „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ბასილაშვილის უდანაშაულობაშ ეჭვი არ ეპარება.

უფრო მეტიც, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მოძღვარი დარწმუნებულია, რომ ბასილაშვილს აუცილებლად გაამართლებენ.


„ნიკოლოზის მოძღვარი ვიყავი, როცა მღვდელმოქმედებას ვასრულებდი, რაც 4-5 წელია აღარ ვარ, ჩემი სულიერი შვილები გავუშვი. ახლა უფრო მეგობრები ვართ.


ძალიან ცუდია რაც ხდება. მოძღვარი, რომელიც ჯვარს დაწერს წყვილს და ეს ოჯახი დაიშლება, ეს იმ მოძღვრისთვის ძალიან ცუდია. ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო, ნეკა არ ყოფილა, ნიკოლოზმა გამაცნო ადრე შვიდი წლის წინ“, - ამბობა ანთიმოზ ივერიელი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge