სიყვარულს ხუთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აქვს - ადამიანები კი მესამეზე შორდებიან

  • თბილისელები
  • 4 ნოემბერი 12:16

ზოგისგან, ალბათ, გაგიგონიათ, რომ შეყვარებული მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ მისი ბედი არ იყო. ეს შეცდომაა. ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, პოულობს ცხოვრების თანამგზავრს.

ურთიერთობაში კი ხშირად ჩნდება სირთულეები, რომელთა გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სიყვარულს ხუთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აქვს. ადამიანები კი ყველაზე ხშირად მესამე ეტაპზე შორდებიან.


* შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა ბედნიერების ჰორმონი განსაკუთრებულად მძლავრია. ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ფიქრობს, რომ ის ყველა სურვილს უსიტყვოდ შეუსრულებს... და ასე იქნება მუდამ. ამ პერიოდში საღი აზრის გათვალისწინება არავის უნდა. შესაბამისად, მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.


* ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ეტაპი, როდესაც სიყვარული უფრო მყარი ხდება. პაემნებს თანაცხოვრება ცვლის. ესაა ბედნიერებისა და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.


* მესამე – ეს სწორედ ის პერიოდია, როცა იმედების გაცრუება იწყება. პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა. ეცადეთ, ამ კრიზისის გადალახვა შეძლოთ და მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.


*ღირებულებების გადაფასებისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – როცა ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე დაძლიეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულის ეტაპზე.


*სიყვარულის გააზრება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულეს გადალახავთ, მიხვდებით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი, ბევრი რამე უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული შედგა.


 

წყარო: თბილისელები