ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

  • 26 მაისი 19:20

საქართველოს პირველი ჩაოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის უფლებების დამცველი ანა აბაშიძე საზოგადოებას მიმათავს.

იურისტის თქმით, ადვოკატების საქმიანობა ხელშეუხებელია და იმედოვნებს, რომ უფლებათა დამცველების საწინააღმდეგოდ სერიზული არაფერი მოხდება.

ამასთან აბაშძე მის მხარდამჭერესბ მადლობას უხდის და აცხადებს რომ საქმის მწარმოებლები ბოლომდე იბრძოლებენ და გამარჯვებისთვის ძალღონეს არ დაიშურებენ.

„ძვირფასო მეგობრებო, არასდროს მიფიქრია, რომ ჩაგრული ხალხის დაცვა ადვილი იქნებოდა, არც კომფორტის მოლოდინით ამირჩევია ეს საქმე. გვჯერა რასაც ვემსახურებით და რაც ჩვენ ძალაუფლებაშია არაფერს დავზოგავთ. ვაიგნორებ ლანძღვა-გინებებს. ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც თავად ჩაგრული ადამიანები განიცდიან. ვეხიდებით კიდეც ერთმანეთს ამ ლანძღვის გადანაწილებით და ვფიქრობ ესეც სოლიდარობის აქტია ამ ამორალურ კამპანიაში რაც ქალის მიმართაა ახლა. მოკლედ, არ იდარდოთ. იმედია რამე სერიოზული არაფერი მოხდება დამცველების მიმართ, რომელთა საქმიანობა ხელშეუხებელია. ჩვენ ვართ ისე მხნედ როგორც არასდროს. მადლობა ყველას ვისაც გჯერათ ჩვენი და ამ უთანასწორო ბრძოლაში არ კარგავთ იმედს. მადლობა ჩემ გუნდს, ნამდვილ მებრძოლ და ღირებულებების ერთგულ ხალხს!“ - წერს ანა აბაშიძე.

ცნობისთვის, სპორტსმენ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი ცოლის ცემა ედება ბრალად. ჩოგბურთელი 22 მაისს დააკავეს 2 დღეში კი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლოს მორიგი სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.