ავსტრალიამ კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

  • ipress.ge
  • 26 მაისი 16:02

Mater Health Services-ის სამედიცინო კვლევის ცენტრის თანახმად, ავსტრალიაში ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება დაიწყო. ექსპერიმენტში18-დან 59 წლამდე ასაკის 130 მოხალისე მონაწილეობს.

მოსალოდნელია, რომ წამლის უსაფრთხოების დადასტურების გარდა, ტესტირების შედეგად, მკვლევარებმა პირველი დასკვნები გამოიტანონ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ.


“მოხალისეები მიიღებენ ვაქცინას. სპეციალისტთა ჯგუფი ყურადღებით დააკვირდება მათ ყველა ცვლილებას. მას შემდეგ რაც დავასკვნით, რომ ეს უსაფრთხოა ადამიანისთვის, მეორე ეტაპზე ჩვენ შევაფასებთ მის ეფექტურობას კორონავირუსთან ბრძოლაში”, – განმარტა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა პოლ გრიფინმა Mater Health Services-დან.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge