რომელი ლექსი უხდება ყველაზე მეტად დღევანდელ დღეს მურმან ჯინორიას აზრით

  • primetime.ge
  • 26 მაისი 15:42

მსახიობი მურმან ჯიორია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. ჯინორიამ ახალგაზრდებს სამშობლოს გაფრთხილება  და მოფერება სთხოვა.

 

 


– უამრავი ლექსი გაქვთ წაკითხული. ყველაზე მეტად ამ დღეს თქვენთვის რომელი ლექსი უხდება?


– მუხრან მაჭავარიანის ლექსები თავიდან ბოლომდე სამშობლოზე და ამ იდეაზეა.


 “ტა, ტა, ტა, ტა, რანაირად ბრდღვინავს არაგვი


ხო, ხო, ხო, ხო! ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!


არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, – კი!..


სხვა როცა მე შემომნატრის, მე მივბაძო სხვას?!


მე – პატრონმა, მე – პატრონმა ამისთანა ზღვის,


მე – პატრონმა, მე – პატრონმა ამისთანა ცის,


თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ სხვას მივბაძო?! – ვის?!


რა გინდა რომ აქ არ იყოს, ენა იტყვის რას!


სიტყვა გინდა?! მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა.


მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი…


არა! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა, – კი!”


აბა, თქვენ იცით, ახალგახრდებო, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, ცოდვაა, მოფერება სჭირდება. მომავალზეც ვიფიქროთ.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge