ელისაბედ მეორე: დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს

  • 26 მაისი 12:50

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას”, - ნათქვამია ინგლისის დედოფლის მისალოც წერილში.