მასშტაბური ხანძარი ინდოეთში - დამწვარია 1 000-მდე სახლი

  • imedinews.ge
  • 26 მაისი 11:19

Zee news-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში, დელის ერთ-ერთ რაიონ ტუგლაკაბადში გვიან ღამით ხანძრის შედეგად 1 000-მდე სახლი დაიწვა. 

გამოცემის ცნობით, ხანძრის ჩაქრობა დილის 08:00 საათზე გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მასშტაბური ხანძრის მიზეზები დგინდება.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge