რა ეღირება თბილისი-რუსთავის ავტობუსით მგზავრობა და რა ინტერვალით იმოძრავებენ ავტობუსები?

  • inforustavi.ge
  • 26 მაისი 10:09

რუსთავი-თბილისი მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება. ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

კონკრეტული ლოკაციები, თუ საიდან მოხდება მგზავრების აყვანა ამ დროისთვის ჯერ ოფიციალურად არ ჟღერდება, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ რომ მგზავრების აყვანა სავარაუდოდ ქალაქის შემოსასვლელთან მოხდება.


თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge