პირველად დანახული ობიექტის არსი

  • funtime.ge
  • 23 მაისი 21:58

თქვენმა აღქმამ შესაძლოა, თქვენი პიროვნების ზოგიერთი ასპექტი დაახასიათოს, მაგალითად, როგორ ვაგვარებთ კონფლიქტებს და როგორ ვეპყრობით სხვა ადამიანებს. ადამიანის თვალს არ შეუძლია ერთი შეხედვით ყველა დეტალის შეფასება. ყოველთვის იქნება რაიმე დეტალი, რომელსაც თვალი პირველად ამჩნევს.

 
 

#1 მონა ლიზა



თქვენ დაუმორჩილებელი, მამაცი და ამბიციური ბრძანდებით. შრომისმოყვარე და საუკეთესო შედეგზე მომართული. სიცოცხლითა და ოპტიმიზმით სავსე. დიდი საქმიანი პოტენციალი გაქვთ და წარმატებული მეწარმე იქნებით.



#2 კატა



სასიამოვნო ადამიანი ბრძანდებით, საუკეთესო მეგობარი, თქვენს სიახლოვეს ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა ზოგჯერ მარტოობის სურვილი გძლევთ. ამ დროს კონფლიქტური და ბრაზიანი ხდებით.



#3 ძაღლი



თქვენი გამორჩეული თვისებები - ერთგულება, მოთმინება და კეთილსინდისიერება. თქვენ აფასებთ თქვენს ქორწინებას, ბედნიერი ოჯახი თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაგრამ ზოგჯერ თავისუფლება და თავგადასავლები გსურთ. მზად ხართ, აიწყვიტოთ, თუმცა ბოლოს მაინც ოჯახში ბრუნდებით, სადაც სიმყუდროვე და პატიება გელით.



#4 ქვის სახეები



სერიოზული და მუდამ შემართული ხართ. ადამიანი-კაჟი, ადამიანი-კლდე. თქვენ ადვილად იტანთ მარტოობას და ამით არ ითრგუნებით. თუმცა თქვენი მარტოობა დიდხანს არ გრძელდება.
ყველაფერს ანალიზს უკეთებთ და წინასწარი გათვლების გარეშე ნაბიჯს არ დგამთ. შინაგანად ლიდერი ხართ და ადამიანებს თქვენი სჯერათ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge