საქართველოში სიცივე და ნალექია მოსალოდნელი

  • pia.ge
  • 2 ნოემბერი 10:22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. 

მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge