ესპანეთი გლოვისთვის ემზადება

  • tass.ru
  • 23 მაისი 19:58

ეპანეთის სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშაბათს ქვეყანაში 10-დღიანი გლოვა დაიწყება იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, ვინც Covid-19-მა იმსხვერპლა. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ოფიციალური გლოვა ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.


ესპანეთში, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, 7 ივნისამდე საგანგეო რეჟიმი მოქმედებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა განიხილავს ვადის გაგრძელებას. „ეს ჩვენი მოვალეობაა, თუმცა ამით არ  ვამბობ იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ესპანეთის მთავრობის პირველმა პირმა.


ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან ქვეყანაში ინფიცირდა 234,8 ათასი ადამიანი და გარდაიცვალა 28 628 პაციენტი.

სრული ვერსიის ნახვა tass.ru