რა იყიდეს და გაყიდეს სოროსმა და სხვა მილიარდერებმა ბოლო დროს?

  • 23 მაისი 18:40

მილიარდერებმა ჯორჯ სოროსმა, უორენ ბაფეტმა და სხვებმა 2020 წლის პირველ კვარტალში თავიანთ პორტფოლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს.

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მა Goldman-ში აქციების 84% გაყიდა.


აღნიშნულ კომპანიაში ბაფეტმა 2008 წელს $5 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, ახლა კი მან გაყიდვა გადაწყვიტა და ამით $3 მილიარდი მოაგროვა.


ჯორჯ სოროსის ფონდმა Disney-ს და Peloton-ს აქციები იყიდა


სოროსმა Disney-ში $5 მილიონის ღირებულების აქციები იყიდა მარტის ბოლოს. Peloton-ში კი თითქმის ათჯერ გაზარდა შესყიდული აქციების რაოდენობა – დაახლოებით 3 მილიონამდე, რაც $79 მილიონის ღირებულებისაა.