ბორის ჯონსონმა Huawei-ს უარი უთხრა 5G-ს ბრიტანულ ქსელში მონაწილეობაზე

  • telegraph.co.uk
  • 23 მაისი 19:25

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას დაავალა ახალი გეგმის შედგენა, რომლის თანახმადაც ჩინურ კომპანიას საბოლოოდ აეკრძალება ქვეყანაში 5G ქსელის ინფრასტრუქტურაში მონაწილობა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

 

Huawei-სთან დაკავშირებით ბორის ჯონსონის ასეთი პოზიცია განაპირობა ჩინური ინვესტიციების მიმართ კონსერვატორების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რომელიც პანდემიის შემდეგ ჩამოყალიბდა, - იუწყება ბრიტანული გამოცემა.  


როგორც Telegraph-ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბრიტანეთის 5G ქსელის ინფრასტრუქტურაში ჩინური ინვესტიციები 2023 წლამდე ნულამდე დავა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი G7-ის სამიტია, რომელიც მომდევნო თვეში აშშ-ში გაიმართება და რომელსაც ჯონსონი დაესწრება. ეს იქნება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი გასვლა ქვეყნიდან პანდემიის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ გააქტიურდება მოლაპარაკებები გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ურიერთობებზე, - წერს Telegraph-ი.


ცნობისათვის:
2020 წლის იანვრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei-ს ქვეყანაში 5G-ის ქსელების განლაგების უფლება მისცა, თუმცა ამავდროულად მისთვის შეზღუდვები დააწესა. აკრძალული იყო Huawei-ს მოწყობილობის გამოყენება სამხედრო ობიექტებზე, ატომურ ელექტროსადგურებზე, სეისმოლოგიურ კომლექსებზე და ა.შ.

დონალდ ტრამპმა, რომელიც Huawei-ს ჩინეთის სპეციალური სამსახურების ინსტრუმენტად აღიქვამს, ალიანსის ქვეყნებს 5G ქსელთან ჩინური კომპანიისთვის წვდომის აკრძალვისკენ მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მუქარაც კი გაავრცელა, რომ შეწყდებოდა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჰუავეისთან თანამშრომლობენ.


 

სრული ვერსიის ნახვა telegraph.co.uk